საქალაქო სასამართლომ ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე 5 პირი დამნაშავედ ცნო.
გამოძიების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქემ, რომელიც გაერთიანებული იყო "ისლამურ სახელმწიფო"-ში, ამავე ორგანიზაციაში საქართველოს კიდევ 4 მოქალაქე გააწევრიანა.
ახლადგაწევრიანებული პირები გეგმავდნენ სირიაში წასვლას და "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში ბრძოლას, რაც პროკურატურამ და კონტრტერორისტულმა ცენტრმა აღკვეთეს. დაკავებულებს 12 და 10-10 წელი მიესაჯათ.