ბორჯომში, ახალგაზრდა ქალს, მეუღლემ ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები გულ-მკერდის არეში მიაყენა. მას უკვე ჩაუტარდა ოპერაცია. ამ ეტაპზე, იგი კლინიკაში, პოსტოპერაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
ბორჯომის "ჯეო ჰოსპიტალსის" ხელმძღვანელმა, ირაკლი დიასამიძემ განაცხადა, რომ პაციენტს ყველა საჭირო პროცედურა ჩაუტარდა და ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურია.
"ქალბატონს ზურგის და გულ-მკერდის არეში ჰქონდა მრავლობითი ჭრილობა, იყო რამდენიმე შემავალი ჭრილობაც, გაუკეთდა ოპერაცია და ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია" - აღნიშნა დიასამიძემ.
ამ ეტაპზე უცნობია, რა გახდა ახალგაზრდა ქალის დაჭრის მიზეზი.