კახეთში, სოფელ შალაურში ექსპერტების ჯგუფი მუშაობს. კრიმინალისტები ეძებენ 2 წლის წინ გაუჩინარებული 68 წლის ქალის ცხედარს. სამართალდამცველებს დაკარგულის მეზობლის სახლის მიმდებარე ტერიტორია ყვითელი ლენტით აქვთ შემოსაზღვრული.
ქალი 2020 წელს გაუჩინარდა, გამოძიებისთვის ახალი გარემოება კი ოჯახის მიმართვა გახდა. ქალის ახლობლები ჰყვებიან, რომ ეჭვმიტანილმა თანასოფლელს მოუყვა, რომ ქალი ჯერ სახლში ჩაკეტა, შემდეგ კი საკუთარი სახლის ეზოში, კაკლის ძირში დამარხა.