20 ნოემბერი 2024,   21:34
ვრცლად
პოლიეთილენის პარკები 3 წელია აკრძალულია, თუმცა მათი გაყიდვა კვლავ გრძელდება

კანონი ძალაშია, თუმცა არ სრულდება, თბილისსა და სხვა ქალაქების ქუჩებში მოსახლეობას პოლიეთილენის პარკები კვლავ ხშირად ხვდება. 2019 წელს მიღებული კანონი, რომელიც ქვეყანაში პოლიეთილენის პარკების გამოყენებას კრძალავს, ყველა კომპანიისთვის შემზღუდავი არ აღმოჩნდა.

პოლიეთილენის პარკებს ყიდიან მსხვილი სავაჭრო ცენტრებიც და პატარა მაღაზიებიც, ამის გამო ჯარიმდებიან, თუმცა პროცესი კვლავ გრძელდება.

გარემოს დაცვის სამინისტრო ცდილობს, პოლიეთილენის პარკების მწარმოებლები, როგორც მინიმუმ, ბიოდეგრადირებადი პროდუქციის გამოშვებაზე გადაიყვანოს, თუმცა კომპანიები აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ეს შეუძლებელია. მიზეზი კი, მათი განმარტებით, ფინანსები და ბიონედლეულის სიმცირეა.

სანამ ქვეყანა ბოლომდე ბიოდეგრადირებადი პარკების გამოყენებაზე გადავა, პრევენციის მთავარ მექანიზმად კვლავ სავაჭრო ობიექტების ინსპექტირება რჩება

დღის ამბები