20 ნოემბერი 2024,   21:31
ვრცლად
ავარია ვაჩიანის გზატკეცილთან მსხვერპლით დასრულდა - გარდაიცვალა 20 წლის ახალგაზრდა

ვაჩიანის გზატკეცილთან მომხდარი ავარიის შედეგად 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა, სამი ადამიანი კი დაშავდა. დამწვარია მსუბუქი ავტომობილი. 

"შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების მანქანა რომ მივიდა, მანქანას უკვე ცეცხლი გაუჩნდა და ახალგაზრდა ბიჭის გადარჩენა ვერ მოხერხდა. დანარჩენები უკვე მანქანიდან იყვნენ გადმოსული," - აცხადებენ გარდაცვლილის ახლობლები.

დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

მომხდარის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.

დღის ამბები