ბარსელონაში ხანძარს საქართველოს ორი მოქალაქე ემსხვერპლა - 4-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ცეცხლის შედეგად ძმები დაიღუპნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი საცხოვრებელი კორპუსის ყოფილმა ბინადარმა განზრახ გააჩინა, რასაც რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა.
რაც შეეხება მოტივს, ოჯახისთვის უცნობია, თუ რა გახდა მოტივი იმისა, რომ უცნობმა მამაკაცმა საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გააჩინა. ოჯახს აქვს ინფორმაცია, რომ ხანძარი განზრახ გააჩინეს.
"4 სართულიან შენობაში მე-3 სართულზე ჰქონდათ ბინა ნაქირავები, ქირით იყვნენ. პირველ სართულზე ვიღაცა თავხედმა გააჩინა ხანძარი. არ ვიცი გული მოუვიდა თუ რა იყო, რაღაც მიზეზის გამო ხანძარი გააჩინა და დაკვამლიანებამ ჩემი შვილები შეიწირა, დაძინებული შვილები დამეღუპა.
საელჩო ჩართულია და ალბათ 5-6 დღეში საბუთები მოგვარდება. მიცვალებულებს დანაშაული არაფერი არ აქვთ გარდა იმისა, რომ შეეწირნენ გაუგებრობას," - ამბობს დაღუპული ძმების დედა, ნესტან ჩარგეიშვილი.
ავტორი: სანდრო სანაია