20 ნოემბერი 2024,   21:35
ვრცლად
საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა რეაბილიტაცია ჩაუტარდება, ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.

"საგარეო საქმეთა სამინისტრო, პრემიერ-მინისტრის ინიციატივის ფარგლებში, რომელიც გულისხმობს საჯარო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, მშენებლობის მასშტაბურ პროგრამას და განვადებით მშენებლობის მასშტაბურ პროგრამას, გეგმავს ჩიტაძის 4 ნომერში არსებული შენობის მშენებლობა/რეაბილიტაციას.

საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა საკმაოდ ძველია, ეჭვქვეშაა მისი მდგრადობა და ესპერტიზის დასკვნითაც დასტურდება, რომ შენობა საჭიროებს რეაბილიტაციას. შესაბამისად, დაიგეგმა თანამშრომელთა ეტაპობრივი გადაყვანა ლეონიძის ქუჩის 3 ნომერში მდებარე შენობაში," - ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები