01 ივლისი 2024,   16:29
ვრცლად
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარში, მეზობლებს შორის კამათი ასაკოვანი მამაკაცის დაჭრით დასრულდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარში მეზობელმა ასაკოვანი მეზობელი დაჭრა. მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

მამაკაცი, რომელიც ქვედა კიდურის მიდამოში ცივი იარაღითაა დაჭრილი, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"კურიერის" ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

დღის ამბები