დღეს, "რუსთავი 2-ის" ოპერატორის, გოჩა რამიშვილის დაბადების დღეა, რომელიც 46 წლის გახდებოდა. ის საბედისწერო კადრმა იმსხვერპლა. "მეც მზად ვარ" - უთხრა რუსთავი 2-ის ოპერატორმა სპეცრაზმელს და საკუთარი სიკვდილის გადაღება დაიწყო . კადრები 13 წლის წინ, 6 სექტემბერს, შავნაბადას ბაზაზეა გადაღებული.
მეგობრის ტრაგიკულ სიკვდილს შეესწრნენ კოლეგები - ჟურნალისტი გიორგი ქორქია და ოპერატორი ლექსო თვარაძე. ისინი გადასაღებ მოედანზე გოჩასთან ერთად იყვნენ. ოპერატორის სიცოცხლე სპეცრაზმელის ბრმა ტყვიას ემსხვერპლა. "რუსთავი 2", ყოველ წელს, გოჩას სახელობის ტრადიციულ კონკურსს ატარებს, ნომინაციებზე შერჩევა უკვე დაწყებულია, გამარჯვებულები კი 1 ივნისს, "რუსთავი 2-ის" დაბადების დღეს გამოვლინდებიან.