20 ნოემბერი 2024,   21:32
ვრცლად
თოვის გამო, გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, თოვის გამო გზებზე არსებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს:

"თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია,"- აღნიშნულია განცხადებაში. 

დღის ამბები