20 ნოემბერი 2024,   21:28
ვრცლად
პრემიერ - მინისტრი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, 100 წლის იოსებ ტუხაშვილს ეწვია

9 მაისთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, 100 წლის იოსებ ტუხაშვილს სახლში ეწვია. მთავრობის მეთაურმა ომის ვეტერანს ფაშიზმზე გამარჯვების სამოცდამეჩვიდმეტე წლისთავი მიულოცა და თარიღთან დაკავშირებით საჩუქრები გადასცა.

მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 500 ლარს მიიღებენ. განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.

დღის ამბები