20 ნოემბერი 2024,   21:29
ვრცლად
ფაშიზმზე გამარჯვების 77 წლისთავი აღნიშნა საქართველომ - მეორე მსოფლიო ომის 172 მონაწილეს, 1000-1000 ლარი გადასცეს 

ფაშიზმზე გამარჯვების 77 წლისთავი აღნიშნა საქართველომაც, რომელმაც ფრონტის ხაზზე 700 ათასამდე მებრძოლი გაგზავნა, მათ შორის 16 ათასი ქალი, 60 გენერალი და ადმირალი, 23 ათასი ოფიცერი და მეთაური იყო. ფრონტზე წასულთა თითქმის ნახევარი შინ ვეღარ დაბრუნდა.

წელს პირველად დაირღვა ტრადიცია და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი ვაკის პარკის ნაცვლად კიკვიძის ბაღში შეამკეს, მიზეზი თბილისის ყველაზე დიდი პარკის რეაბილიტაცია გახდა. სამამულო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე  მთავრობის მეთაურმა მიულოცა.

მეორე მსოფლიო ომის 172 მონაწილეს, ირაკლი ღარიბაშვილის განკარგულებით, 1000-1000 ლარი გადასცეს. 

დღის ამბები