ეროვნული კინოცენტრის საექსპერტო კომისიის გათავისუფლებული წევრების ინტერესებს, ISFED დაიცავს.
როგორც დარგის სპეციალისტები განმარტავენ, ბრძანება კინოცენტრიდან მათი გათავისუფლების შესახებ უსამართლოა, რადგან მათ ყოველგვარი წინაპირობის გარეშე წერილობით მისწერეს დაეტოვებინათ კომისია.
არასამთავრობო ორგანიზაცია კომისიის წევრების გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას და შრომითი ხელშეკრულების ანაზღაურებას ითხოვს.