სწავლის ჰიბრიდული რეჟიმის მოთხოვნით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში აქცია გაიმართა. სტუდენტები აუდიტორულ და დისტანციურ სწავლებას შორის, არჩევანის შესაძლებლობას ითხოვენ.
აქციის ორგანიზატორების თქმით, განათლების პროცესის მიღმა ათასობით სტუდენტი რჩება, ამის მიზეზი კი დედაქალაქში ცხოვრების გაორმაგებული ხარჯია- სტუდენტები ამბობენ, რომ ქირის ფასი კატასტროფულად გაიზარდა. აქციის მონაწილეები ასევე მოითხოვენ გასაჯაროვდეს ხარჯები და დოკუმენტურად დასაბუთდეს, რატომ არ აქვს უნივერსიტეტს ჰიბრიდული სწავლების რესურსი.
ეზოდან გამოსვლის მონაწილეებმა რექტორის კაბინეტთან გადაინაცვლეს. ითქვა, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე ტერიტორიას არ დატოვებდნენ. ამ წუთებში კი სტუდენტები უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ხვდებიან.