როგორ უნდა გახდეს უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიებისა და გადმოსვენების საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია უფრო ეფექტური - ეს ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო, რომელზეც თეა ახვლედიანის ხელმძღვანელობით გამართულ კომისიის სხდომაზე იმსჯელეს.
გაუჩინარებულ პირთა ადგილსამყოფლის მოკვლევასთან ერთად ყურადღება გამახვილდა მათი ოჯახების მხარდაჭერაზე. საუბარი იყო წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის რეკომენდაციებსა და მათი აღსრულების ოპტიმალურ გზებზე.