დღეს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ორ დღესასწაულს აღნიშნავს - ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანებისა და ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომობის დღეს. ანდრია მოციქული საქართველოში ქრისტიანობის პირველი მქადაგებელ-გამავრცელებელია. დილიდან ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინება, მრევლისთვის ეს დღე განსაკუთერბულია.
ქადაგებას, მთავრობის მეთაური აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. ანდრია პირველწოდებულის დღეს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისი ქვეყანაში უქმე დღედ არის გამოცხადებული.