20 ნოემბერი 2024,   21:26
ვრცლად
კომუნიკაციების კომისიამ დეზინფორმაციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად სკოლის მასწავლებლები გადაამზადა

კომუნიკაციების კომისიამ, დეზინფორმაციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ოზურგეთის N4 საჯარო სკოლის მასწავლებლები გადაამზადა.

პროგრამა ევროკავშირის მხარდაჭერით 2021 წელს დაიწყო. ტრენინგები თბილისსა და რეგიონებში, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში, 700-ზე მეტ პედაგოგს ჩაუტარდა.

მაღალი მოთხოვნის საფუძველზე, კომუნიკაციების კომისია ტრენინგებს დამატებით 200 პედაგოგს 10 რეგიონში ჩაუტარებს.

დღის ამბები