ხანგრძლივი ნალექის გამო, ტყიბულის მუნიციპალიტეტის, კურსების ადმინისტრაციულ ერთეულში მეწყრული პროცესი გააქტიურდა, რასაც ქვათაცვენა მოჰყვა.
დიდი ზომის ქვები საცხოვრებელ სახლებთან ჩამოიშალა, საფრთხე შეექმნა ე.წ მაღაროს დასახლებაში მცხოვრებ რამდენიმე ოჯახს.
მერიამ ხალხს ქირით უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა შესთავაზა. ვითარებას გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები სწავლობენ, რის შემდეგაც განხორციელდება შესაბამისი სამუშაოები.