ლარი მყარდება, ეროვნული ვალუტა 3.0 ნიშნულს ჩამოსცდა და ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში, 1 დოლარი 2.99 ლარი ღირს.
რაც შეეხება ოფიციალურ კურსს, ის შაბათ-კვირას არ იცვლება და ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსს, საქართველოს ეროვნული ბანკი ორშაბათს 17:00 საათზე განაახლებს.
ამ დროისთვის კი ეროვნული ბანკის მიერ ბოლოს დადგენილი ლარის კურსი, პარასკევს გამართული ვაჭრობის შედეგად, 3.0129 ლარია.