08 მაისი 2024,   11:55
ვრცლად
აშშ-ის ქალაქ ბუფალოში, ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმის შედეგად დაიღუპა 10 და დაშავდა 3 ადამიანი

აშშ-ის ქალაქ ბუფალოში, თავდასხმის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა. შემთხვევა ერთ-ერთ სუპერმარკეტში მოხდა, სადაც სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა პირმა მომხმარებლების მიმართულებით ცეცხლი გახსნა.

გარდაცვლილთაგან ერთ-ერთი პოლიციის ყოფილი თანამშრომელია, რომელიც სუპერმარკეტში უსაფრთხოების თანამშრომლად მუშაობდა. გარდაცვლილები აფრო-ამერიკელები არიან, რის გამოც ერთ-ერთ ვერსიად პოლიცია რასობრივ ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულს განიხილავს.

ეჭვმიტანილი ახალგაზრდა მამაკაცია, რომელიც დანაშაულს ჩაფხუტზე დამაგრებული ვიდეოკამერით იღებდა. ამ დროისთვის ის დაკავებულია და პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი. მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები