20 ნოემბერი 2024,   21:46
ვრცლად
წყნეთში დაკავებისას მოკლული ზურაბ გველესიანის ოჯახის პირველ განცხადებას ავრცელებს

წყნეთში დაკავებისას მოკლული ზურაბ გველესიანის ოჯახის პირველი განცხადება - გარდაცვლილის მეუღლე გამოძიების ვერსიას, რომლის თანახმად ზურაბ გველესიანმა პოლიციელს წინააღმდეგობა გაუწია, არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ამას არცერთი მოწმე არ ადასტურებს.

"საქმეში არის გარკვეული უზუსტობები, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ საქმე სამართლიანად იქნება გამოძიებული. ექსპერტიზის პასუხებს ველოდებით,"- აცხადებს გარდაცვლილის მეუღლე. 

წყნეთის პოლიციის დეტექტივი ერიკ წურწუმია გაუფრთხილებლობით, სიცოცხლის მოსპობის,სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით არის დაკავებული. იგი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. შემთხვევა 18 აპრილს მოხდა.

დღის ამბები