საქართველოს ავიაბაზარზე საუდის არაბეთის ავიაკომპანია "ფლაი ე დიალის" შემოსვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკება მიმდინარეობს. არაბული ავიაკომპანიის ხელმძღვანელ გუნდთან ონლაინ შეხვედრა, ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გამართა.
სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე საქართველოს ბაზარზე ავიაკომპანიის საქმიანობის დეტალები განიხილეს.
საუდის არაბეთი, საქართველოსთვის ერთ-ერთი სტრატეგიული ტურისტული ბაზარია. ოფიციალური მონაცემებით, ამ ქვეყნიდან ტურისტული ნაკადების დინამიკა მზარდია.