20 ნოემბერი 2024,   21:31
ვრცლად
ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე - ლგბტქ თემის წევრები დღეს პანელურ დისკუსიას გეგმავენ

17 მაისი, ოჯახის სიწმინდის დღესთან ერთად, ასევე ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ლგბტქ თემის წევრები, დღეს, პანელურ დისკუსიას გეგმავენ თემაზე - "მეხსიერება და პერსპექტივები".

ღონისძიებაზე განხილული იქნება მიმდინარე წლებში არსებული გამოწვევები, რომლებიც ამ საკითხთან დაკავშირებით დღემდე აქტუალურია. დისკუსიაზე სიტყვით გამოვლენ საქართველოს სახალხო დამცველი და გაეროს განვითარების ფონდის ხელმძღვანელი, ისინი თემის წარმომადგენლებთან ერთად ამ საკითხთან დაკავშირებით დღემდე არსებულ პრობლემებზე ისაუბრებენ.

დღის ამბები