ნიკა გვარამიას საქმე და სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ შეაფასა სახალხო დამცველმა. მან ნიკა გვარამია გუშინ უკვე მოინახულა. ნინო ლომჯარიას განცხადებით, პირველ რიგში, აპირებს სასამართლოს გადაწყვეტილება საფუძვლიანად შეისწავლოს. გარდა ამისა, ომბუდსმენი აცხადებს, რომ საკითხთან დაკავშირებით გეგმავს კომუნიკაცია ჰქონდეს სალომე ზურაბიშვილთან.
"ჩვენ ვაპირებთ პირველ რიგში, რომ ვნახოთ განაჩენი, შევისწავლოთ და გვექნება აუცილებლად ჩვენი შეფასება. მზად ვარ შევხვდე ქალბატონ სალომეს და ჩვენი სამართლებრივი შეფასებები და მოსაზრებები გავუზიარო. რა თქმა უნდა, მე ნებისმიერ დროს ვარ მზად ამისთვის და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესში პრეზიდენტის როლი.
ნიკა გვარამიას საქმის მსჯავრში ჩვენ ვხედავთ ძალიან სერიოზულ პრობლემებს," - ამბობს ნინო ლომჯარია.