ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დღესთან დაკავშირებით, მორწმუნეები ამ წუთებში სიონის ტაძარში იმყოფებიან, სადაც ქაშუეთის ეკლესიიდან მსვლელობით მივიდნენ.
მათ ქადაგებით პატრიარქის მოსაყრდე შიომ მიმართა.
სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, ქორეპისკოპოსი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო (მუჯირი) დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე საუბრობს.
"ქორწინება არის ერთ-ერთი უმთავრესი ნიშან-თვისება ადამიანის, რითიც ჩვენ განსხვავდებით პირუტყვებისგან. არის რამდენიმე უმთავრეს ნიშან-თვისება, ეს არის გონება, ეს არის სიტყვა, რელიგია და ეს არის ქორწინება. ჩვენთვის ძვირფასია ოჯახი როგორც ღვთისგან ბოძებული სიწმინდე და როგორც ადამიანის ერთ-ერთი უმთავრესი ნიშან-თვისება. დღეს ჩვენ ვიცავთ ამ სიწმინდეს, დღეს დადგა ეს საჭიროება. ჩვენ წინაპრებს არასდროს ჰქონიათ ასეთი საჭიროება, იმიტომ რომ თავისთავად იგულისხმებოდა ეს ყველაფერი,“ - ამბობს მეუფე შიო.
ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოში პატრიარქის ინიციატივით 2014 წლიდან აღინიშნება.