თურქეთში, ტრაპიზონთან მომხდარი ავარიისას დაშავებული პაციენტები თურქეთში სხვადასხვა კლინიკაში არიან გადაყვანილი, ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ განაცხადა. მან დაშავებულები გვიან ღამით მოინახულა.
"5 პაციენტი აგრძელებს თურქეთის 3 სხვადასხვა კლინიკაში მკურნალობას. მათგან ერთის მდგომარეობა რჩება მძიმე, აქვს ქალა ტვინის ტრავმა და მრავლობითი მოტეხილობა.
ერთის მდგომარეობა მსუბუქია და დღეს დატოვებს კლინიკას, 3 პაციენტი - 1 მამაკაცი და 2 ქალი საშუალო სიმძიმის არიან, ისინი საჭიროებენ კლინიკაში დინამიკაში მეთვალყურეობას,
დაშავებულები არიან საქართველოს მოქალაქეები, ისინი არ არიან ერთი ოჯახის წევრები, თუმცა საერთო საქმეზე იყვნენ წასული," - აღნიშნა მინისტრმა.
ავარია თურქეთში გუშინ მოხდა, გარდაიცვალა 1, დაშავდა საქართველოს 5 მოქალაქე.