დღეს, თბილისის დროით 08:42 საათზე, დედოფლისწყაროსთნ 3.3 (ml) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა.
სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, ეს იყო "ქალაქი დედოფლისწყარო - სამხრეთ-დასავლეთი - 14კმ. სოფელი ლენინოვკა - 15კმ".
რამდენიმე საათით ადრე კი, 06:12 საათზე, ბორჯომთან 3.6 (ml) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა.
ეს რიგით მერვე მიწისძვრაა მაისის თვეში, იქამდე ძირითადად მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელ სამებასთან იყო.