მართლმადიდებელი ეკლესია ნიკოლოზობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში საზეიმო ღვთისმსახურება ჩატარდა.
სამების საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიომ აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ მეუფემ შეკრებილებს დღესასწაული მიულოცავს და ქადაგებით მიმართა.