ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველოს პორტუგალიიდან ბლოგერები და ფოტოგრაფები ესტუმრნენ.
უწყების ცნობით, პრეს-ტური პორტუგალიაში საქართველოს საელჩოს ჩართულობით იმართება.
"პორტუგალიური მედიის წარმომადგენლები საქართველოს ტურისტული მიმართულების, ქალაქების, კურორტების, კულტურის, გამაჯანსაღებელი და სათავგადასავლო ტურისტული პროდუქტების შესახებ ბლოგებსა და ფოტო რეპორტაჟებს ამზადებენ, რომელსაც სოციალურ ქსელებში გააზიარებენ.
პრეს-ტურის 8 მონაწილე თბილისს, მცხეთას, უფლისციხეს და ქვიშხეთს ეწვია. ბლოგერები და ფოტოგრაფები ბაღდათსა და საირმეს მოინახულებენ, დაათვალიერებენ ვანს, მარტვილს, სოფელს გორდს. ეწვევიან პრომეთეს მღვიმესა და წყალტუბოს.
პრეს-ტურის მიზანია საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია პორტუგალიაში და ახალი ტურისტული ნაკადების მოზიდვა," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.