20 ნოემბერი 2024,   21:26
ვრცლად
23 მაისს ქართული რადიოს დღე აღინიშნება

23 მაისს ქართული რადიოს დღე აღინიშნება. პირველი საცდელი გადაცემა ეთერში 97 წლის წინ გავიდა და ერთ-ერთი პირველი იყო ევროპაში. თავდაპირველად, ეთერში მხოლოდ საუბარი და ცოცხალი მუსიკალური ჩანაწერები გადიოდა. მრავალი წლის განმავლობაში, რადიო უალტერნატივო მაუწყებლად რჩებოდა.

რადიო რეგულარულ მაუწყებლობაზე 1927 წლის თებერვლიდან გადავიდა. დღემდე შემორჩენილია უნიკალური აუდიოფონდი, საზოგადოებრივი რადიოს არქივი ინახავს პოეტების, მწერლების, მსახიობების, პოლიტიკოსების ხმებს. რადიო დადგმებს, სპორტულ გადაცემებს, რომელიც ეროვნულ სიმდიდრეს წარმოადგენს.

დღის ამბები