სამსუნგის ყველაზე მოთხოვნადი სმარტფონების, Galaxy A სერიის 2022 წლის მოდელების გაყიდვა საქართველოში უკვე დაიწყო. მათი შეძენა სამსუნგის ოფიციალური პარტნიორების მაღაზიათა ქსელებსა და მათი ვებ-გვერდების საშუალებით არის შესაძლებელი: "ალტა" www.alta.ge, "ელიტ ელექტრონიკსი" www.ee.ge, "მეგატექნიკა" www.megatechnica.ge, მეტრომარტი www.metromart.ge; და ყველა იმ მაღაზიაში, სადაც სამსუნგის სმარტფონები მხოლოდ სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით დაგხვდება. ოფიციალურ სმარტფონებზე სამსუნგი მიმდინარე პერიოდში სხვადასხვა სურპრიზს, შეთავაზებასა და ფასდაკლებას შემოგთავაზებს.
უახლესი Galaxy A33, Galaxy A53 და Galaxy A73 მათი წინამორბედების უფრო დახვეწილი და გაუმჯობესებული გაგრძელებაა. დიზაინის, მახასიათებლების, ფუნქციონალისა და ფასის მიხედვით, A სერიის მოდელები აკმაყოფილებს ყველა ტიპის მოთხოვნას. რომელ Galaxy A სმარტფონს ირჩევ შენ?
Galaxy A73 – Galaxy A სერიის ყველაზე მძლავრი წარმომადგენელია, რომელიც მაღალი ხარისხის გამოსახულებით, გაუმჯობესებული კამერითა და 2-დღიანი აკუმულატორით წარმოადგენს მულტიფუნქციურ სმარტფონს. A73 აღჭუვილია უსაზღვრო O ტიპის 6.7’’-იანი Super AMOLED ეკრანით, რომელსაც 120Hz_იანი განახლების სიხშირე და FHD+ რეზოლუცია აქვს.
პირველად Galaxy A სერიის სმარტფონებში, Galaxy A73-ის მთავარი კამერა 108MP რეზოლუციის ფოტოებს იღებს და გვთავაზობს ყველაზე მაღალ დეტალიზაციას A სერიაში.
Galaxy A73 აღჭუვილია ახალი თაობის 6nm-იანი და 8 ბირთვიანი Snapdragon 778 პროცესორით. წინა მოდელთან შედარებით მისი გამოთვლითი წარმადობა 30%-ით, ხოლო გრაფიკული წარმადობა 60%-ით არის გაზრდილი. ასევე 15%-ით არის გაუმჯობესებული ენერგოეფექტურობაც. A73 ხელმისაწვდომია 6GB/128GB ან 8GB/256GB ოპერატიული/შიდა მეხსიერების კომბინაციით. Galaxy A73 არის ორ SIM-ბარათიანი, აქვს 5G ქსელის მხარდაჭერა და ასევე microSD სტანდარტის მეხსიერების ბარათის სლოტი. Galaxy A73 შეძენას შეძლებ რუხ, მწვანე და თეთრ ფერებში.
R