საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია Adani Group-ის თავმჯდომარე გაუტამ ადანისთან შეხვედრას სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ეხმიანება.
"ძალიან კარგი საუბარი მქონდა კომპანია Adani Group-ის თავმჯდომარე გაუტამ ადანისთან. განვიხილეთ, როგორ აქცევს საქართველოს სტრატეგიული ადგილმდებარეობა და ხელშემწყობი საინვესტიციო კლიმატი ბუნებრივ ჰაბად და იდეალურ ადგილად მრავალეროვნული კორპორაციების საქმიანობისთვის, რომლებიც თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებებით, კონკურენტული საოპერაციო ხარჯებითა და მასტიმულირებელი ფაქტორებით ისარგებლებენ",-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.