დედაქალაქის ცენტრში 26 მაისის ღონისძიებებისთვის ბოლო სამზადისია. ერთ საათში თავისუფლების მოედანზე ახალწვეულების მიერ ფიცის დადების გენერალური რეპეტიცია დაიწყება.
ტერიტორიაზე გამოფენილია სამხედრო ტექნიკა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებს რამდენიმე ახალი კომპონენტი აქვს დამატებული და ქვეყანა ევროპულ ოჯახში დაბრუნების სურვილის დეკლარირებას ახდენს.
ცნობილია, რომ ეროვნულ ჰიმნთან ერთად შესრულდება ევროკავშირის ჰიმნიც. წელს პირველად, დამოუკიდებლობის დღეს დედაქალაქის გარდა 16 მუნიციპალიტეტში სახელმწიფო უწყებები თემატურად იქნება წარმოდგენილი.