მომატებული მგზავრთანაკადის გათვალისწინებით, 4 ივნისიდან მუნიციპალურ ტრანსპორტს ავტობუსის ხუთი და მიკროავტობუსის სამი ახალი მარშრუტი დაემატება. განცხადებას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.
დაგეგმილია შემდეგი საავტობუსე მარშრუტების ამოქმედება:
N293 მარშრუტი განკუთვნილია დიდი დიღმის დასახლებისთვის; N294 ავტობუსი ჩაანაცვლებს მიკროავტობუსს - N444; ასევე, N295 ავტობუსი ჩაანაცვლებს მიკროავტობუსს - N546; N296 მარშრუტი ჩაანაცვლებს მიკროავტობუს N544-ის მარშრუტს; N297 ავტობუსი კი, ჩაანაცვლებს მიკროავტობუს N425-ს;
ამასთან, ამოქმედდება მიკროავტობუსის სამი ახალი სამარშრუტო ხაზი:
N425 მიკროავტობუსი მოემსახურება მეტრომშენის დასახლებას. N444 მიკროავტობუსი მოემსახურება ზღვის უბნის დასახლებას, ხოლო N546 მიკროავტობუსი იყალთოს გორიდან მეტროსადგურ "ტექნიკურ უნივერსიტეტამდე" იმოძრავებს.