20 ნოემბერი 2024,   21:29
ვრცლად
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ჟენევაში, მსოფლიო ჯანდაცვის 75-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ჟენევაში, მსოფლიო ჯანდაცვის 75-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა. ზურაბ აზარაშვილმა საქართველოში ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით დაგეგმილ და სამომავლო პროექტებზე ისაუბრა.

მინისტრის განცხადებით, ის რეფორმები, რომლებიც ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესაბამისად მიმდინარეობს, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. ზურაბ აზარაშვილმა უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა.

"პირველ რიგში, გვინდა გამოვხატოთ საქართველოს ურყევი მხარდაჭერა უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. შეშფოთებულები ვართ უკრაინაში ადამიანური მსხვერპლისა და ჯანმრთელობის მხრივ არსებული მდგომარეობით. მივესალმებით გენერალური დირექტორის მიერ წარმოდგენილ კონსოლიდირებულ ანგარიშს. მართლაც, "ჯანმრთელობა ვერ იქნება მშვიდობის გარეშე და მშვიდობა ჯანმრთელობის გარეშე".

საქართველოს მთავრობა არ იშურებს ძალისხმევას, რათა მოსახლეობა უზრუნველყოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისებით და მაღალი ხარისხის, სასიცოცხლოდ აუცილებელი მედიკამენტებით. უახლოეს მომავალში, ვგეგმავთ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გაფართოებას. 2015 წლიდან საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს ტუბერკულოზის, აივ ინფექციის და C ჰეპატიტის ტვირთის შემცირებაში," - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა . 

დღის ამბები