კულტურის სამინისტრომ ქართული ესტრადისა და ფოლკლორის ხელშეწყობის მიზნით კონკურსი გამოაცხადა. ბიუჯეტი 500 000 ლარია.
მიზანი რეგიონებში კულტურული ცხოვრების გააქტიურება და კულტურაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა. ასევე მუსიკოს-შემსრულებელთა, შემოქმედებითი ჯგუფებისა და ანსამბლების შემოქმედებითი საქმიანობის, ხელშეწყობა და საგასტროლო ხარჯებით უზრუნველყოფა.