დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მასშტაბური ღონისძიება ქუთაისის ცენტრალურ მოედანზეც გაიმართება.
ქალაქში დაგეგმილია სხვადასხვა კონცერტი და გამოფენა, რომელიც მთელი დღის მანძილზე გაგრძელდება. დასკვნით კონცერტზე იმღერებენ ცნობილი ქართველი მომღერლები და ანსამბლები.
წელს, პირველად ქვეყნის 16 მუნიციპალიტეტში სახელმწიფო უწყებები თემატურად იქნებიან წარმოდგენილები.