20 ნოემბერი 2024,   21:35
ვრცლად
რეკრუტებმა ფიცი თბილისსა და ქვეყნის 5 რეგიონში დადეს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ოფიციალური ღონისძიება დასრულებულია

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ოფიციალური ღონისძიება დასრულებულია. რეკრუტებმა ფიცი თბილისსა და ქვეყნის 5 რეგიონში დადეს. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს თავისუფლების მოედანზე გვერდიგვერდ იდგნენ ქართველი და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურები. 26 მაისის სადღესასწაულო ღონისძიების ფარგლებში პირველად შესრულდა ევროკავშირის ჰიმნი. ცაზე ავიაციამ ევროკავშირის დროშებით გადაიფრინა. თავისუფლების მოედანზე დელტას ბაზაზე წარმოებული და პარტნიორების მიერ გადმოცემული შეიარაღებაა წარმოდგენილი. "დიდგორის" რამდენიმე მოდიფიკაციის ჯავშანმანქანა, საარტილერიო დანადგარები, მათ შორის ჰაუბიცები.

ზუსტად 104 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. მთავარი სლოგანი სიმბოლურად შეირჩა, რადგან წელს ქვეყანამ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი შეიტანა და კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით პასუხის მოლოდინშია.

26 მაისის აღსანიშნავ ღონისძიებაზე დამსწრე მოქალაქეები ამბობენ, რომ დამოუკიდებლობაზე აღმატებული ქვეყნისთვის არაფერია და ეს განვითარების, კეთილდღეობის და ბედნიერების დღეა.

დღის ამბები