თავისუფლების მოედანზე დღეს მოქალაქეებისთვის ქართული წარმოების ტექნიკა გამოიფინა.
დიდგორი1, დიდგორი 2, დიდგორი მეომარი და დიდგორი მედევაკი - ეს იმ ტექნიკის მცირე ჩამონათვალია რომელიც დელტამ, მსოფლიო სტანდარტებს დაუახლოვა და საქართველოს თავდაცვის ძალების საჭიროებებს მოარგო. საპატიო ადგილი ქვეყნის მთავარ მოედანზე, დიდგორის ოჯახის ახალმა წარმომადგენელმა დაიკავა.
ტექნიკასთან ერთად, თავისუფლების მოედანზე, თავისუფლების დღეს, თავდაცვის სამინისტრომ მოქალაქეებს ქართული არსენალის ძირითადი სიამაყის ნახვის შესაძლებლობაც მისცა.
საარტილერიო და საზენიტო სარაკეტო სისტემები, საბრძოლო მანქანები, ჯაველინები, სნაიპერული შაშხანები და აღჭურვილობა - ქართულთან ერთად, დღესვე პარტნიორი ქვეყნების მიერ წარმოებული შეიარაღებაც გამოიფინა.
მსოფლიოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, თავდაცვის გაძლიერებაზე ქვეყნები, ახლა იმაზე მეტად ზრუნავენ, ვიდრე აქამდე. საქართველო კი არის ქვეყანა, რომელიც შეიარაღებას თავად აწარმოებს და ურთულეს რეგიონში ინარჩუნებს სახელმწიფოებრიობას, დამოუკიდებლობას, თავისუფლებასა და მშვიდობას.
ავტორი: სანდრო კაჭახიძე