20 ნოემბერი 2024,   21:28
ვრცლად
ქუთაისის აეროპორტიდან მილანის მიმართულებით რეისი გაუქმდა, მიზეზად თვითმფრინავის გაუმართაობა სახელდება

ქუთაისი-მილანის გაუქმებული ფრენის გამო ქუთაისის აეროპორტში მგზავრებმა უკმაყოფილება გამოთქვეს. კომპანია "ვიზიარს" მომხმარებლები უყურადრებობაში ადანაშაულებენ. მათი განმარტებით, ავიარეისი რამდენჯერმე გადაიდო და საბოლოოდ გაუქმდა, მიზეზად კი თვითმფრინავის გაუმართაობა განუმარტეს.

მგზავრების ნაწილი ამ დრომდე აეროპორტში რჩება. აეროპორტების გაერთიანებაში კი განმარტავენ, რომ მიმდინარეობს თვითმფრინავის შემოწმება.

დღის ამბები