"გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ" - ამ სახელწოდებით, ახალი სამოქალაქო ინიციატივის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებაზე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა წაიკითხეს მანიფესტი, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გადასადგმელ ნაბიჯებს ითვალისწინებს.
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა, ევროკავშირის წევრობის განაცხადი ქართველი ერის ისტორიული არჩევანია და ყველა უნდა გაერთიანდეს ამ მიზნის მისაღწევად.