გელათის სამონასტრო კომპლექსში ახალი დროებითი გადახურვის პროცესის ზედამხედველობის მიზნით, საქართველოში UNESCO-ს ექსპერტთა ორი ჯგუფი იმუშავებს.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მოწვევით, გელათში ძეგლის გადახურვის სპეციალისტები უკვე იმყოფებიან, რომლებიც ქვეყანაში თვის ბოლომდე დარჩებიან.
შეაფასებენ ქართველი სპეციალისტების მიერ დროებითი გადახურვის მოსაწყობად ჩატარებულ მოსამზადებელ სამუშაოებს. საჭიროების შემთხვევაში, გაიცემა შემდგომი რეკომენდაციები.
ამასთან, ადგილზე იმუშავებს UNESCO-ს ექსპერტების კიდევ ერთი ჯგუფი. ტაძარში დროებითი გადახურვისთვის მოსამზადებელი სამუშაოები, 13 მაისიდან დაიწყო.