თვითნასწავლი მხატვრის, ადვოკატ ქეთი ბექაურის პერსონალურ გამოფენას, ნათელა იანქოშვილის სახელობის მუზეუმი მასპინძლობს. საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილია მხატვრის ფერწერული, აბსტრაქტული და პორტრეტული ნამუშევრები.
პროფესიით ადვოკატი, პერსონალურ გამოფენას უკვე მეორედ მართავს. მისი ნამუშევრების ნახვა, დამთვალიერებლებს ორი დღის განმავლობაში შეეძლებათ.