20 ნოემბერი 2024,   21:30
ვრცლად
"რომპეტროლ საქართველო" ერთგულ მომხმარებლებს მორიგ სასიამოვნო სიახლეებს სთავაზობს

"რომპეტროლ საქართველო" მომხმარებლებს სასიამოვნო სიახლეს სთავაზობს. კომპანიამ 10 მაისს ახალი კამპანია დაიწყო სახელწოდებით "ჩვენი ჰაერისთვის", რომელიც ყოველკვირეულ გათამაშებასა და გარანტირებულ პრიზთან ერთად, მომხმარებლებს დამატებითი საჩუქრების მოგების საშუალებას აძლევს. კამპანიის თანახმად, მომხმარებლები შეძლებენ, მოიგონ 500 და 5000-ლარიანი "ეფიქსის“ საწვავის ვაუჩერები, ასევე, ტექდათვალიერების ვაუჩერები და ჰაერის გამწმენდი აპარატები. კამპანია 10 მაისს დაიწყო და 4 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. პირველი გათამაშება უკვე ჩატარდა 25 მაისს, რომლის ფარგლებში გამოვლინდა 37 იღბლიანი გამარჯვებული.

აღსანიშნავია, რომ გათამაშების გარდა, "რომპეტროლის" ბენზინგასამართ სადგურებზე 1-ელი მაისიდან მოქმედებს დამატებითი აქცია საწვავის ფასების კუთხით. კერძოდ, ნებისმიერი ტიპის თითოეულ ლიტრ საწვავზე - სტანდარტული 8, 12 და 15 თეთრის ნაცვლად (კლასიკის, პრემიუმისა და გოლდ ტიპის ბარათის მფლობელებისთვის) ფასდაკლება  20 თეთრს შეადგენს. ეს ტარიფი 31 აგვისტოს ჩათვლით შენარჩუნდება. 

აღნიშნული სიახლე ძალაში მას შემდეგ შევიდა, რაც ბუქარესტში, კომპანიის სათავო ოფისის სერვერებზე განხორციელებული კიბერთავდასხმით გამოწვეული შეფერხებების დიდი ნაწილი აღმოიფხვრა. შეგახსენებთ, რომ  6 მარტს სათავო ოფისის სერვერებზე მომხდარმა ინციდენტმა კომპანიის სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს წარმომადგენლობასაც შეუქმნა პრობლემები. სისტემურმა შეფერხებამ „რომპეტროლ საქართველოს"  სხვადასხვა სერვისის შეზღუდვა გამოიწვია, რაც გარკვეული პერიოდი გაგრძელდა, თუმცა, სირთულეების მიუხედავად,  კომპანიაში სამუშაო პროცესი მაქსიმალურად მობილიზებულად მიმდინარეობდა.

"რომპეტროლის" ინფორმაციული ტექნოლოგიების მთელი გუნდი თავდასხმის დღიდან აქტიურად მუშაობდა შექმნილი ხარვეზების გამოსწორებაზე. ისინი ცდილობდნენ, მომხმარებლებს წვდომა ყველა სერვისზე მაქსიმალურად მცირე დროში მიეღოთ. ამ ეტაპზე, თითქმის, სრულად აღმოფხვრილია ხარვეზი და უახლოეს პერიოდში აღდგება წვდომა მობილურ აპლიკაციაზეც. 

1-ელი მაისიდან "რომპეტროლმა" ერთგული მომხმარებლების წახალისების გრძელვადიანი ფასდაკლების კამპანია დაიწყო.  20-თეთრიანი ფასდაკლების შემდეგ, ახალი კამპანია გათამაშებისა და პრიზების შესახებ სწორედ ამ კამპანიის ნაწილია. "რომპეტროლ საქართველო" მომხმარებელს ნდობისა და ერთგულებისთვის  მსგავს სასიამოვნო სიახლეებს მომავალშიც შესთავაზებს. 

R

დღის ამბები