20 ნოემბერი 2024,   21:29
ვრცლად
"იარე მაღალი სიჩქარით იქ, სადაც ეს დაშვებულია" - რუსთავის ავტოდრომზე რბოლა გაიმართა

"იარე მაღალი სიჩქარით იქ, სადაც ეს დაშვებულია" - ასეთი იყო რუსთავის ავტოდრომზე გამართული შეჯიბრის მთავარი მოწოდება.

რუსთავის ავტოდრომზე პირველად შედგა რბოლა ლადო ზეინკლიშვილის თასის მოსაპოვებლად. შეჯიბრი ორ ნაწილად გაიმართა - მოტო და ავტო მრბოლელებისთვის და მასში პროფესიონალებთან ერთად მოყვარული სპორტსმენებიც მონაწილეობდნენ. ტურნირის ერთ-ერთი გამარჯვებული დავით ქაჯაია გახდა. 

39 წლის ლადო ზეინკლიშვილი გასულ წელს ავტოავარიისას, ტრაგიკურად დაიღუპა. მისი სახელობის თასის მოსაპოვებლად რბოლა ყოველ წელს გაიმართება.

დღის ამბები