20 ნოემბერი 2024,   21:33
ვრცლად
ქუთაისის აეროპორტში ფრენის გადადებას ხმაური მოჰყვა - მგზავრები ბარსელონაში ვერ გაფრინდნენ

ქუთაისის აეროპორტში ფრენის გადადებას კვლავ ხმაური მოყვა. ამჯერად მგზავრები ბარსელონაში ვერ გაფრინდნენ. მათი თქმით, ფრენა კომპანია "ვიზეარს" უნდა შეესრულებინა, თუმცა თვითმფრინავში ასული მგზავრები დააბრუნეს, მიზეზად, კი ტექნიკური გაუმართაობა დაასახელეს.

მათი თქმით, გადადებული რეისის გამო მათ პრობლემები ექმნებათ და მოითხოვენ, სხვა რეისით გაფრენის უფლება მიეცეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვა რეისების ბლოკირებას მოახდენენ.  მგზავრები კომპანიას და აეროპორტს უყურადღებობაში ადანაშაულებენ. როგორც ისინი აცხადებენ, აეროპორტში  ბავშვებით არიან და მათ ყურადღება არავინ მიაქცია. 

დღის ამბები