20 ნოემბერი 2024,   21:37
ვრცლად
ზაჰესში ხანძრის გამომწვევი მიზეზების და ზარალის ოდენობის დადგენა გრძელდება

ზაჰესში ჰიდროელექტროსადგურის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის გამომწვევი მიზეზების და ზარალის ოდენობის დადგენა გრძელდება. ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდა 20 სახანძრო და სამაშველო ეკიპაჟი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

"ჩვენ გვეშინოდა ცეცხლი დასახლებაში არ გადმოსულიყო და გარეთ ვიყავით გამოსული. მეხანძრეების მუშაობა მომეწონა. დაახლოებით 2-საათნახევარში ყველაფერი ჩამქრალი იყო," - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა. 

კომპანია "ენერგო პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, ცეცხლი ძალოვან ტრანსფორმატორს წაეკიდან და მოკლე დროში ახლოსმდებარე სხვა ტრანსფორმატორებზე გავრცელდა. კომპანიის მიერ გავრცელებულ ტექსტში ნათქვამია, რომ არ დაზიანებულა ჰიდროელექტროსადგურის არც ერთი შენობა.

დღის ამბები