მიხეილ სააკაშვილი "ვივამედში" მისმა ადვოკატმა მოინახულა. დიტო საძაგლიშვილის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის ანალიზის პასუხები გაუარესებულია. მისი ინფორმაციით, სავარაუდოდ, ხვალ დამოუკიდებელი ექსპერტები კლინიკაში შევლენ. ამ წუთებში კი ყოფილ პრეზიდენტს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ეკა ხერხეულიძე ხვდება.
"ანალიზებში არსებული მაჩვენებლების შესახებ დეტალები ჩემთვის უცნობია, მაგრამ ჩემთვის ცნობილია, რომ არა თუ გაუმჯობესებაა, პირიქით, გაუარესებაა. ეს განჩინება დღეს უკვე ჩაბარდება პენიტენციურ სამსახურს და წესით ხვალ ან დღეს გვიან ექსპერტებს მიეცემათ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შესაძლებლობა.“ - ამბობს ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი.