20 ნოემბერი 2024,   21:34
ვრცლად
"აიდიეს ბორჯომის" თანამშრომლები ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, დილიდან აქციას მართავენ

"აიდიეს ბორჯომის" თანამშრომლები, ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, დილიდან აქციას მართავენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, პროტესტს იქამდე გააგრძელებენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

მათ რამდენიმე მოთხოვნა აქვთ, მათ შორის გათავისუფლებული 50 ადამიანის სამსახურში აღდგენა, ხელფასების დარიცხვა, ძველ შრომით პირობებზე დაბრუნება, უვადო ხელშეკრულებები ყველა დასაქმებულისთვის და ხელფასების 25%-ით ზრდა.

პროფკავშირების ინფორმაციით, გაფიცვას ორივე ქარხნის ყველა თანამშრომელი შეუერთდა, რის გამოც კომპანია მუშაობას ვეღარ გააგრძელებს.


დღის ამბები