პარლამენტის წევრები ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით №11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებას ესტუმრნენ და ბავშვებს საჩუქრები გადასცეს.
დეპუტატებმა დაწესებულება მოინახულეს, გაეცნენ იქ არსებულ პირობებს, რამდენად არის დაცული მათი უფლებები, აქვთ თუ არა პრობლემები და რა გეგმები აქვთ სამომავლოდ.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, განცხადებით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ დაწესებულების დატოვების შემდეგ არასრულწლოვნებმა შეძლონ საზოგადოებაში ღირსეული ადგილის პოვნა.